ავარია ყვარელში - 25 წლამდე ქალის მდგომარეობა კრიტიკულია
ყვარელში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა , მანქანა მოუცურდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი, 25 წლამდე ქალი მოტეხილობებით და სხეულის მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია,მას ამ წუთებში ქირურგიური ოპერაცია უტარდება.  

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google