27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა
27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა.

ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ  27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ის თბილისში, გვიან ღამით გადმოიყვანეს.


| Print |
FaceBook Twitter Google