კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. +10 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /