კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.
უწყების ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის პორტალზე Booking.moh.gov.ge-ზე ჯანდაცვის სექტორის 5246 წარმომადგენელი დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი კი 15 მარტს დაიწყო. ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.

| Print |
FaceBook Twitter Google