200 ლარიანი კომპენსაციის განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება
200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება.
უწყების ინფორმაციით,  თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, მარტში აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას წინა თვეების განაცხადებს გამოიყენებს.

მათივე ცნობით, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, თებერვლის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები, მათი წარდგენა შესაძლებელია 22 მარტის ჩათვლით.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კომპენსაცია /