ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება
ვადაგასული სურსათისა და ცხოველის საკვების ბაზარზე გამოტანისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისთვის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.
ცვლილებების მიხედვით, ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე გამოტანა გამოიწვევს ბიზნეს ოპერატორის დაჯარიმებას 200 ან 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა სამი ათას ლარამდე გაიზრდება.

| Print |
FaceBook Twitter Google