კორონავირუსზე აცრა გურჯაანში მხოლოდ ათმა მედიკოსმა ჩაიტარა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსზე ვაქცინაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით მედიცინის 10-მა მუშაკმა ჩაიტარა.
„დღეს არცერთი აცრა არ ჩატარებულა. გასულ კვირას კი 10 მედპერსონალი აიცრა, თუმცა, სულ 17 ადამიანი იყო დარეგისტრირებული,“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმუნიზაციის ექიმმა ნონა შანიძემ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტს 500 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა გადაეცა, მათგან სამასი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში გადანაწილდა, სადაც მედპერსონალის აცრა 17 მარტს დაიწყო.

როგორც  ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის მრავალპროფილური ცენტრის დირექტორი გელა ორველაშვილი გვეუბნება, მედპერსონალზე ზეწოლა არ ხდება და აცრა ნებაყოფლობითია. მისივე თქმით, გართულების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას ყველა საჭირო აღჭურვილობა გააჩნია.

| Print |
FaceBook Twitter Google