კახეთში არამდგრადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /