კორონავირუსის კიდევ 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გადმოჯანმრთელდა 299 პაციენტი, გარდაიცვალა – 4.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 903 კვლევა, მათ შორის 14 296 ანტიგენის ტესტით და 6 607 PCR–ით. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 278178 , მათ შორის გამოჯანმრთელებული - 270668 , გარდაცვლილი - 3714 .

| Print |
FaceBook Twitter Google