ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 80 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 265 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 42, იმერეთში - 84, ქვემო ქართლში - 31, შიდა ქართლში - 20, გურიაში - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 26, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770, საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი. 179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 660 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google