საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა სავარაუდოდ ხვალ ჩამოვა
საქართველო Pfizer-ის 29 250 დოზა ვაქცინას, სავარაუდოდ ხვალ, 24 მარტს მიიღებს, - ამის შესახებ UNICEF-ის წარმომადგენლობა იუწყება.

მათი ინფორმაციით, პრეპარატის ტრანსპორტირების ტექნიკური დეტალები და დრო ახლა ზუსტდება, თუმცა, დიდი ალბათობით, ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დაეშვება. ვაქცინებს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინების პირველი პარტია – 43 200 დოზა – საქართველომ 13 მარტს მიიღო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს UNICEF-ი ეხმარება.

| Print |
FaceBook Twitter Google