მეტრო და ავტობუსები 28 მარტს გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებენ
28 მარტს მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროსა და ავტობუსის მუშაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google