დღეიდან ვაქცინა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ფაიზერის" 29 250 დოზა უკვე საქართველოშია.
დღეიდან, მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.

"საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშ

| Print |
FaceBook Twitter Google