შესაძლოა ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს – თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, შესაძლოა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს.

„ორი საბჭოა, ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე, იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შესაძლოა გახსნილი, საყოველთაო იყოს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google