პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა. კონსტიტუციური პროექტით, ერთი მხრივ, საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე მცირდება. მეორე მხრივ კი, ფრაქციის დაკომპლექტების წესი იცვლება.
კერძოდ, ფრაქციის შექმნა 7 დეპუტატის ნაცვლად, 4 დეპუტატს შეეძლება. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google