გურჯაანის მერიამ იშვიათი დაავადებების მქონე პირების დაფინანსება დაიწყო
გურჯაანის მერიაში იშვიათი დაავადებების მქონე პირების თანადაფინანსების პროგრამა დაიწყო. საუბარია ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებულ ადამიანებზე, რომლებსაც სპეციალური საკვები სჭირდებათ.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის სოფიო ქუმსიაშვილის განმარტებით, იმისთვის რომ დახმარება მიიღონ ბენეფიციარებმა მერიას სპეციალური განცხადებით უნდა მიმართონ.
„ მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ გასულ წელს თანადაფინანსება 2000 ლარი იყო გათვალისწინებული. წელს უკვე სხვადასხვა მიზეზების გამო მოიმატა და 3000 გახდა. ეს რათქმა უნდა მთლიანად არ ამოწურავს მათ საჭიროებებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ორი ბენეფიციარი , რადგან ეს დაავადებები იშვიათია. “

| Print |
FaceBook Twitter Google