სად გადანაწილდება ფაიზერის ვაქცინა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შემოსული „ფაიზერის“ ვაქცინა ქვეყნის სამი დიდი ქალაქის 6 კლინიკაში გადანაწილდება.

ეს ქალაქებია: თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. ქვეყანაში შემოსულია 29 250 დოზა, რომელიც 14 000 ადამიანზეა განსაზღვრული.
თბილისში "ფაიზერი" ოთხ კლინიკაში შევა. ესენია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი.
ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება, ხოლო ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკაში.

„ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 000 პირისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ფაიზერით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღრული არის პირველი ვაქცინაციის მერე სამიდან ოთხ კვირაში მეორე დოზის გაკეთება, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც ასტრაზენეკას შემთხვევაში, მეორე ნაკადზე დალოდება და შესაბამისად რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა მინისტრმა

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ფაიზერის" 29 250 დოზა უკვე საქართველოშია.

| Print |
FaceBook Twitter Google