წარმოშობით ლაგოდეხელმა შსს- თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შსს-ს თანამშრომელმა, მაიორმა მერაბ ბარბაქაძემ, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნიდან იყო, თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, მისივე კუთვნილი პნევმატური იარაღით თავი მოიკლა.

ოჯახის წევრები და ახლობლები გარდაცვალების მიზეზს ვერ ასახელებენ. ოჯახის ახლობლების თქმით, სამსახურში წასვლის წინ ბარბაქაძეს მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, რა დროსაც ის გავიდა სახლიდან და გასროლა განახორციელა. ფაქტს თვითმხილველი არ ყავს. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას.

| Print |
FaceBook Twitter Google