თბილისში „ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო- თამარ გაბუნია
„ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში, არის ადგილები ქუთაისსა და ბათუმში - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ჯერჯერობით „ფაიზერი“ არის, მაგრამ ის ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. ველოდებით მონაცემებს, რამდენი დოზა „ფაიზერი“ დარჩება. დაახლოებით სამი ათასამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში, მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაშია. 10 ათასზე ოდნავ მეტია რეგისტრირებული, თუმცა დაემატება ქუთაისისა და ბათუმის ჯავშნები“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google