გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაიწვა. შემთხვევა
გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობა ე.წ. კრიმინალური
ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის საკუთრებაა. ერთ-ერთი ვერსიით,
მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში speqtri.ge- ს განუცხადეს სოფელ
ჩუმლაყში ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის
დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
შეგახსენებთ, 25 მარტს, ჩუმლაყი - ყიტაანის გზაზე ავტომანქანას
ესროლეს, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი
ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა
ასევე მალხაზ ბადუაშვილზე შურისძიების მიზეზით მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები