ჩუმლაყში მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაიწვა
გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის საკუთრებაა. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში speqtri.ge- ს განუცხადეს სოფელ ჩუმლაყში ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.


შეგახსენებთ, 25 მარტს, ჩუმლაყი - ყიტაანის გზაზე ავტომანქანას ესროლეს, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ასევე მალხაზ ბადუაშვილზე შურისძიების მიზეზით მოხდა.






| Print |
FaceBook Twitter Google