ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი ერთი პირის მკვლელობისა და სამის დაჭრისათვის ბრალდებულ პირებ, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდებულების ადვოკატი, ალექსანდრე ტურიაშვილისათვის 5 ათასი, ხოლო და ჯუანშერ ტურიაშვილისათვის 10 ათას ლარიანი გირაოსა და ელექტრონულ სამაჯურს ითხოვდა, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, ორივე ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შესახებ.

ჯუანშერ ტურიაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, ალექსანდრე ტურიაშვილი კი ბრალს არ ეთანხმება და დანაშაულს არ აღიარებს. წინასასამართლო სხდომა, სისხლის სმართლის საქმეზე, 18 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა სოფელ ჩუმლაყში, 25 მარტს გამთენიისას მოხდა. სროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი მამაკაცი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სიახლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109-ე და 376- ე მუხლებით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google