კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა
დღეს დილით, შვედი დიპლომატი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა.

კრისტიან დანიელსონის მისია კვლავ შეუსრულებელია. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

7-საათიანი უწყვეტი მოლაპარაკების შემდეგ, დანიელსონი ტრიბუნასთან ისევ შეთანხმების გარეშე გამოვიდა. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა შესთავაზეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას, არც ერთმა მხარემ არ მიიღო.თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების და ასევე ძალაუფლების გადანაწილების საკითხებში გარკვეული თანხმობაა და ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google