შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული
გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე დასრულდება.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება:
ძირითად ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში
პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი
საგნები.
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე -15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ,
თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს.
მასალის გამოყენების პირობები