დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. 30 წლის წინ, რეფერენდუმის მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა. ამავე დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე გაუქმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google