დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდება
დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც გაიხსნება ფანჯრები. ისინი მიმაგრებული არიან კონკრეტულ დაწესებულებებს და შესაბამისად, მათ აცრიან ადგილზე, იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი დიალიზის თერაპიას გადიან“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google