იუსტიციის სამინისტროს რატი ბრეგაძე უხელმძღვანელებს
ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის ახალი მინისტრი წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს რატი ბრეგაძე უხელმძღვანელებს.
„გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში, გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რატი ბრეგაძე დაინიშნა. რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ის სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრის და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან რატი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლის ნოებრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის და ბოლოს, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ასევე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მინდა, მას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა

| Print |
FaceBook Twitter Google