დიალიზზე მყოფი პაციენტები ვაქცინაციაში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.

დიალიზზე მყოფი პაციენტები აცრის გაკეთებას იმავე კლინიკაში შეძლებენ, სადაც დიალიზის თერაპიას გადიან. ასევე იქმნება სათადარიგო სიები, რათა ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 6 757 ადამიანს ჩაუტარდა.14 აპრილამდე კი 14 224 აცრაა დაჯავშნილი. ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.

| Print |
FaceBook Twitter Google