ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა. რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა, მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია კი 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ტარდება. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, აბიტურიენტები ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე - 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google