გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელმა თავისივე მეზობელს, ჭრილობა გულ- მკერდის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.

დაჭრილი ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გრემი / დაჭრა /