ბაკურციხის ადმინისტრაციული ორგანო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ტერიტორიული ორგანო დროებით დაიკეტა. მიზეზი თანამშრომლის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა.
როგორც გურჯაანის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დისტანციურად იმუშავებენ.

„ეპიდემიოლოგების მითითებით, თანამშრომლები გადავიდნენ თვითიზოლაციაში 12 დღით.  ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობას გააგრძელებენ დისტანციურად და მოაქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციებს გაუწევენ. სხვა საკითხების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც დისტანციურად ვერ გადაიჭრება, ბაკურციხის მოსახლეობას მომსახურებას გაუწევს კოლაგის დმინისტრაციული ერთეული. “-განაცხადეს პრესსამსახურში.

| Print |
FaceBook Twitter Google