კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მნინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც რა თქმა უნდა, ცალსახად საყურადღებო მაჩვენებელია. შემთხვევები გარკვეულწილად იმატებს, ამდენად ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესგარემოში წესების დაცვა და პირადი დაცვის საშუალებები, პირბადე, ხელის დეზინფექცია, სოციალური დისტანცია და აქტიური ტესტირების პროგრამის ისევ და ისევ გაგრძელება“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამ კუთხით შედარებით დაბალია აქტიურობა რეგიონებში.
„ეს იქნება ჩვენთვის შემთხვევების მატების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობის კუთხით საკმაოდ კარგი აქტივობა შეინიშნება. უკვე 8000-მდე ადამიანია ვაქცინირებული. რეგისტრირებული ორივე ვაქცინაზე არის 10 000-ზე მეტი ადამიანი, რაც თავისთავად საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი და აქტივობა მეტად გაიზრდება. მეტი აქტივობაა საჭირო რეგიონებში. უმეტესწილად რეგისტრაცია აღინიშნება თბილისში და დიდ ქალაქებში, ქუთაისში, ბათუმში, თუმცა რეგიონულ ცენტრებში აქტიურობა არის შედარებით დაბალი. ამ კვირას ჩატარებული საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ვაქცინის დანაკარგი, თუ ვინმე არ გამოცხადდება ან არ არის საკმარისი რაოდენობა ვაქცინაციისთვის, რათა ბოლომდე გაიხარჯოს „ფაიზერის“ 6-დოზიანი ფლაკონი, ასევე „ასტრაზენეკას“ 10-დოზიანი ფლაკონი, ამისთვის უკვე ხდება სათადარიგო სიების ფორმირება პოლიციის და ჯარის წარმომადგენლების მონაწილეობით. ესენი ორგანიზებული ჯგუფებია, რომელთა სწრაფი მობილიზება არის შესაძლებელი. მათი ჩართულობა ვაქცინების ბოლომდე ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.