დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა ის 38 წლის გახდებოდა.
არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 22 თებერვალს უკანონოდ დააკვა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

| Print |
FaceBook Twitter Google