ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 67 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 281 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: : აჭარა - 45, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 30, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, საიდანაც: 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 338 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google