დღეიდან 55 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება
55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„სულ 8 909 ვაქცინაა ჩატარებული. აქედან 6 893 „ასტრაზენეკას“, 2 016 პირი კი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google