სოფელ კაჭრეთში წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ კაჭრეთში წყლის ახალი ჭაბურღილი მოაწყო, რომლის საშუალებითაც წყალი ცენტრალურ, 400 ტონიან, რეზერვუარში ჩაედინება და მოსახლეობა მომარაგდება.

ახალი ჭაბურღილის ამუშავების შედეგად სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა, შპს " ჰიდროგეომ" შეასრულა, რისთვისაც 140 000 ლარამდე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ მალე, წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდება, რომელიც სოფლების - კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. სამუშაოებზე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, ტენდერი გამოცხადებულია.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google