აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას - თამარ გაბუნია
საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა. „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭების მოლოდინშია და პროცესი სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

„საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ჩინური წარმოების ვაქცინაა. ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მლნ.-ზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული „სინოფარმით“. კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს და ჩვენი მოლოდინი არის, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის," – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება სინოფარმის შენახვას, გაბუნიას განცხადებით, მას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები და ინახება 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმში, რაც არის რუტინული რეჟიმი იმუნიზაციის პროგრამისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google