დღეიდან 55 წელს გადაცილებული და დიალიზზე მყოფი პაციენტების ვაქცინაცია იწყება
დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანო გადანერგილი პირები ჩაერთვებიან.

დიალიზზე მყოფთა აცრა იმ დაწესებულებებში განხორციელდება, სადაც ისინი მკურნალობენ. ამ დროის მონაცემებით, 11 ათასზე მეტი ადამიანი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ხოლო 20 ათასამდე მოქალაქე იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად დარეგისტრირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google