უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოავლინეს, ჯამში, ამოღებულია 8 და დალუქულია 23 ერთეული მასობრივი განადგურების საშუალება.
დალუქულია 2000 მ სიგრძის სახლართი ბადეც უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 15 ფაქტი გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია 9 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი, ქვემო ქართლში - 4, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 4, კახეთში - 1, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზეც - 1.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი. რაც შეეხება დედაქალაქს, 2021 წლის 1 იანვრიდან მარტის ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა.

თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ, დაახლოებით, 22 კგ შეადგინა. უკანონო

| Print |
FaceBook Twitter Google