ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებაზე კიდევ ერთხელ უარს ვიტყვით- შალვა პაპუაშვილი
ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტს უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ მიმართავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტი კიდევ ერთხელ უარით უპასუხებს.
„მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია, ეს ჩვენ ადრეც განვაცხადეთ. მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ – ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google