იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი დროებით დაიკეტა
სოფელ კარდენახში მდებარე იოსებ ნონეშვილის სახლ- მუზეუმი დამთვალიერებელს დროებით ვერ მიიღებს. მიზეზი ისაა, რომ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი მენეჯერს დაუდასტურდა და მუზეუმი ორი კვირით დავკეტეთ. მეორე თანამშრომელმაც ჩაიტარა ტესტი, პასუხი უარყოფითია, თუმცა ისიც თვითიზოლაციაშია გადასული,“ - განუცხადა speqtri.ge-ს საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ეკა ბეროშვილმა.

მისივე თქმით, მუზეუმი მუშაობას 20 ივლისს განაახლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google