თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის
განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა.
ბოლო კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა 2%-ს გადააჭარბა,
გაიზარდა კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობაც.
„ მთავარია მაქსიმალურად ავწიოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი,
რომელიც ჩამოვარდნილი იყო 75%-დან, რაც იანვარში გვქონდა, 43%-ზე.
ბოლო მონაცემებით გვაქვს 51%. ანუ, ადამიანებს რომ ვეუბნებით, რომ
აუცილებელია ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, ეს გარკვეულ შედეგს
გვაძლევს, მაგრამ ცოტაა ეს. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80, საუკეთესო
შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად“, - განაცხადა
გამყრელიძემ.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია დისტანციისა და პირადი
ჰიგიენის დაცვა. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის რამდენიმე
რეგიონში კლასტერების გაჩენას წინ ხალხმრავალი შეკრებები - ქელეხები
და ქორწილები უძღოდა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი
შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 284 061
შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024,
გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები