კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული
ა.მ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ყვარელში
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე
ერთ-ერთ კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ
ე.ი.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დანაშაულის ჩადენის
იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები