ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბაღებისა და სკოლების დახურვა რთული გადაწყვეტილებაა და ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება.

„ზოგადად, ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, უკიდურესი აუცილებლობა თუ არ დადგა, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ. ეპიდემიის გავრცელების რისკი მაღალია, თუმცა ბაღებისა და სკოლების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, რა თქმა უნდა, აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოგვიწევს ფიქრი. ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 1,94%-ია”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google