ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ნიშნები აშკარად იკვეთება - თამარ გაბუნია
აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ნიშნები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, დაწესებული რეგულაციები ზედმიწევნით კარგად უნდა აღსრულდეს. დღეს არც პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გვაქვს მაინცდამაინც კარგი და არც წესების აღსრულების ნაწილში არის იდეალური მდგომარეობა. ბევრი დარღვევა ვლინდება და შრომის ინსპექტირების სამსახური ამას ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google