გიორგი ვოლსკი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ინგოროყვას კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.
„კარგად ვგრძნობ თავს. ყველას ვურჩევ დროულად გაიკეთოს აცრა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ქვეყანამ კიდევ ერთი წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google