კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში კოვიდვაქცინაცია ორ დღეში დაიწყება
კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის, კაბინეტები უკვე მზად არის. ამის შესახებ, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.

„იცით, რომ დღემდე, მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აცრის პროცესი და ჯერჯერობით,ჩვენთან შემოსული ვაქცინა ბოლომდე ათვისებული არ არის. მსურველები არიან, მაგრამ ყველას არ შეუძლია მივიდეს. ამიტომ გადაწყდა და რვავე მუნიციპალიტეტში კაბინეტები მოწყობილია. გათვალისწინებულია ყველა საჭიროება, ცალკე შესასვლელითა და რეანიმაციულ განყოფილებებთან, რაც შეიძლება ახლოს”- განაცხადა შიოშვილმა.

კორონა ვისრუსის საწინაააღმდეგო ვაქცინაცია კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში ორ დღეში დაიწყება. დღემდე ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინით, აცრები მხოლოდ თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის ჰოსპიტალებში იყო შესაძლებელი.

| Print |
FaceBook Twitter Google