ნიკა მელიას სასამართლო დღეს გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა 11:00 საათზე გაიმართება.შეუცვლის თუ არა სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას, დღეს გახდება ცნობილი.
მიმდინარე წლის 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google