ყვარელში ბზის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა ოთხი ტომარა ბზის ტოტის ტრანსპორტირებას, რომელიც მან უკანონოდ მოიპოვა.
მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google