გაგრძელდება თუ არა საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება, რადგან 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი საკმაოდ ფართოა და დოზების დღეს არსებული მარაგი საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში AstraZeneca-ს საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს, ამიტომ ამ ვაქცინას კიდევ შემოვიტანთ“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google